ქართული მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 100 000 მოწამეს იხსენიებს

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, „წმიდათა ათთა ბევრთა (100 000) მოწამეთა, თბილისს ხვარაზმელთაგან წამებულთა“ იხსენიებს.

ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

„ისტორიული ცნობების მიხედვით, ჯალალ-ედ-დინი უზარმაზარი არმიით, თბილისს შეესია და ქალაქში სისხლის ტბები დააყენა. დამპყრობელმა სიონის ტაძარს გუმბათი მოხადა, იქ საკუთარი ტახტი დაადგმევინა, ტაძრიდან მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები გამოატანინა, მეტეხის ხიდზე დაასვენებინა და თბილისელებს მათი შეურაცხყოფა უბრძანა. ვინც უარს იტყოდა, თავის მოკვეთა ემუქრებოდა, მაგრამ არც ერთი თბილისელი არ შეუშინდა სიკვდილს, არც ერთმა მათგანმა არ შეურაცხყო წმინდა ხატები. იმ დღეს მონღოლებმა ასი ათას ქართველს მოჰკვეთეს თავი და მათი გვამები მდინარეში ჩაყარეს. ურდომ არ დაინდო არც მოხუცები და ბავშვები. როგორც მემატიანე მოგვითხრობს, მტკვარი რამოდენიმე დღის განმავლობაში სისხლით შეღებილი მოდიოდა. იმ დღეს წმინდანთა დასს, ზეციურ საქართველოს 100 000 მოწამე შეუერთდა.

წმიდა 100 000 მოწამეთა მეოხებით უფალმა გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება