პეტრე სარაჯიშვილის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელ ესტაკადაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

პეტრე სარაჯიშვილის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელ ესტაკადაზე სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია იწყება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაგეგმილი სამუშაოების გამო, 14 ნოებრიდან, ორი კვირის განმავლობაში, 00:00-დან 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

„აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება, რა დროსაც ავტომობილების გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთ სამოძრაო ზოლში.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება