ლევან იოსელიანმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში - „კონსტიტუცია და კანონის უზენაესობა თანამედროვე სამართლებრივ სისტემებში“

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა მონაწილეობა მიიღო ბაქოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში - „კონსტიტუცია და კანონის უზენაესობა თანამედროვე სამართლებრივ სისტემებში“.

კონფერენცია 12 ნოემბერს გაიმართა.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ღონისძიებაზე გამოსვლისას ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის გასაჩივრების შედეგად, ბევრი მოქმედი კანონი თუ კანონქვემდებარე აქტი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოვიდა, თუმცა, მნიშვნელოვანია ამ სფეროში არსებული სიტუაციის გულდასმით გაანალიზება.

მათივე ინფორმაციით, სახალხო დამცველმა ასევე ისაუბრა სახალხო დამცველისა და საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიზებისგან დაცვის აუცილებლობაზე და ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის ინსტიტუტის, როგორც ადამიანის უფლებადამცველი სისტემის ნაწილის მნიშვნელობას.

„ჩვენ ვცდილობთ ყურადღება გავამახვილოთ მოქალაქეებისთვის საჭირბოროტო საკითხებზე და უზრუნველვყოთ მათი უფლებების დაცვა. ჩემი მიზანია, რომ სახალხო დამცველისა და მისი აპარატის საქმიანობის მიმართ საზოგადოებას მაღალი ნდობა ჰქონდეს. საბოლოო ჯამში, მჯერა, რომ სახალხო დამცველების ყველაზე მნიშვნელოვანი როლი საზოგადოებაში უფრო სტაბილური და დემოკრატიული გარემოს ჩამოყალიბებაში წვლილის შეტანაა“, - განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა ერთ-ერთ პანელზე, სადაც კონსტიტუციურ პრინციპებს, როგორც კანონის უზენაესობისკენ მიმავალი გზას - განიხილავდნენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება