თურქული მედია - საქართველოში ჩამოვარდნილი სამხედრო თვითმფრინავის ბორტზე საბრძოლო მასალა არ ყოფილა

საქართველოში ჩამოვარდნილი სამხედრო თვითმფრინავის ბორტზე საბრძოლო მასალა არ ყოფილა, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩვენს თვითმფრინავს პერსონალი გადაჰყავდა და ტექნიკური აღჭურვილობა გადაჰქონდა. ბორტზე საბრძოლო მასალა არ ყოფილა“, - აცხადებს თურქეთის თავდაცვის სამინისტრო.

თურქეთის თავდაცვის უწყების ცნობით, C-130-ის ტიპის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავების ფრენები საქართველოში თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზების გამოძიების დასრულებამდე შეჩერებულია.

„სიფრთხილის მიზნით, 12 ნოემბრის შემდეგ C-130-ის თვითმფრინავების ფრენები შეჩერებულია. ფრენები დეტალური ტექნიკური შემოწმებების შემდეგ განახლდება“, - ნათქვამია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ასევე, სამინისტროში აღნიშნეს, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზებზე საუბარი ნაადრევია.

„ამ დროისთვის ინციდენტის მიზეზებზე კომენტარის გაკეთება ნაადრევია. ინციდენტის მიზეზებს გამოძიება დაადგენს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, 11 ნოემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი რეისს აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით ასრულებდა. ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული ეკიპაჟის ოცივე წევრის ცხედარი ნაპოვნია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება