ირაკლი ჩიქოვანი - პრაქტიკულად ნაპოვნია თვითმფრინავის ყველა დიდი ნაწილი და ყველა ცხედარი, კოორდინირებული მოქმედებებით სამძებრო სამუშაოებში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა შევძელით

პრაქტიკულად ნაპოვნია თვითმფრინავის ყველა დიდი ნაწილი, ასევე ნაპოვნია ყველა ცხედარი, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, თურქეთის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე განუცხადა.

მინისტრმა მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება კიდევ ერთხელ გამოთქვა და თურქეთის შეიარაღებულ ძალებსა და თურქ ხალხს მიუსამძიმრა.

ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ სამძებრო სამუშაოები, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობითა და საქართველოს თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის ჩართულობით პირველივე წუთიდან თურქეთის მხარესთან მჭიდრო კოორდინაციით ხორციელდებოდა.

„თურქეთის მხარესთან კოორდინირებული მოქმედებებით სამძებრო სამუშაოებში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა მოხერხდა. საგამოძიებო პროცედურები გრძელდება, ადგილზე იმყოფებიან თურქეთის რესპუბლიკის საჰაერო ძალების წარმომადგენლები და მოძიებული გარემოებების ერთობლიობა დასკვნების გაკეთების საშუალებას მოგვცემს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან დაახლოებით ხუთ კილომეტრში თურქულმა სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავმა - C-130 კატასტროფა 11 ნოემბერს განიცადა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს