დაცული ტერიტორიების სააგენტოში ხმაური იყო - მოქალაქეები სააგენტოს ხელმძღვანელთან შეხვედრას და ბალდის კანიონის იჯარის ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვენ

დაცული ტერიტორიების სააგენტოში ხმაური იყო. კერძოდ, მოქალაქეები, „ბალდის კანიონის მცველები“, სააგენტოს ხელმძღვანელთან, შეხვედრას ითხოვენ და მოუწოდებენ შეწყვიტოს კანიონთან დაკავშირებული ძველი ხელმძღვანელის მიერ დადებული ხელშეკრულება. ამასთან, მოითხოვენ, გაუქმდეს ბალდის კანიონის იჯარის ხელშეკრულება.

„მივმართავთ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ახალ თავმჯდომარეს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს: არ გაახანგრძლივოთ კორუფცია, არ დააფაროთ ხელი სოფელზე მოძალადე კომპანიას, გააუქმეთ ბალდის კანიონის იჯარის ხელშეკრულება“,- აღნიშნავენ აქციის მონაწილეები.

მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეები დაცული ტერიტორიების სააგენტოში შევიდნენ, ადგილზე საპატრულო პოლიცია მივიდა.

ფაქტს გამოეხმაურა დაცული ტერიტორიების სააგენტოც. როგორც სააგენტოში განმარტავენ, მათ მიერ განხორციელებული ყველა პროექტი და გაფორმებული ხელშეკრულება სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან და ხორციელდება გამჭვირვალე, სამართლებრივ ჩარჩოებში.

რაც შეეხება შეხვედრებს, სააგენტოში აღნიშნავენ რომ „სააგენტოსთვის მნიშვნელოვანია, ნებისმიერი შეხვედრა წარიმართოს სამუშაო, კონსტრუქციულ გარემოში, რომლის მიზანიც არის საერთო ხედვებისა და შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღწევა“.

ამასთან, განმარტავენ, რომ „სააგენტო მიუღებლად მიიჩნევს ულტიმატუმების ენით კომუნიკაციას და კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, იმუშაოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან პროფესიულ, საქმეზე ორიენტირებულ ფორმატში“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს