მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებზე მომხდარი ავარიის ან უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის დროულ შეუტყობინებლობაზე ჯარიმა გაიზრდება

გარკვეულ მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებზე მომხდარი ავარიის ან უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის დროულ შეუტყობინებლობაზე საჯარიმო თანხები გაიზრდება.

შესაბამისი ცვლილებები პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

პროექტის თანახმად, ობიექტის მფლობელის მიერ ბუნებრივ გამოქვაბულში ან მღვიმეში, სადაც ადამიანთა ორგანიზებული დაშვება ხდება, ასევე ამწე მოწყობილობაზე, ლიფტზე, ესკალატორზე მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის დაუყოვნებლივ - 24 საათის განმავლობაში შეუტყობინებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

იმ შემთხვევაში კი, თუ ზედამხედველობის სააგენტოსთვის შეტყობინება 72 საათის განმავლობაში არ მოხდება, ობიექტის მფლობელი 400 ლარით დაჯარიმდება.

დღეს არსებული კანონით, სააგენტოსთვის შეუტყობინებლობა 50 და 100 ლარით ჯარიმდება.

ცვლილებები “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ხორციელდება. კანონის პროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს