სპეცფასი „თბილისის აკრებისგან“ - 20 ნოემბრამდე

„თბილისის აკრებში“ ბინის შეძენას სპეც-ფასად კიდევ 1 კვირის განმავლობაში შეძლებთ.

მოასწარი ბინის შეძენა დედაქალაქის პირველ თვითმყოფად უბანში, სადაც ყველაფერია შენი კომფორტული და ჰარმონიული ცხოვრებისთვის - „თბილისის აკრებში“ სპეც-ფასის აქციის დასრულებამდე სულ რაღაც ერთი კვირა რჩება.

პროექტი ხორციელდება თბილისის 2 ყველაზე პრესტიჟულ უბანს, ვაკესა და საბურთალოს შორის, ნაფეტვრებისკენ მიმავალ გზაზე, უნივერსიტეტიდან რამდენიმე წუთის სავალზე. ხელსაყრელი ადგილმდებარეობა მობინადრეებს საშუალებას მისცემს, სწრაფად მოხვდნენ დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე, პარალელურად კი იცხოვრონ მშვიდ, კეთილმოწყობილ, გამწვანებულ და უსაფრთხო გარემოში, სადაც ყველა სერვისი ახლოსაა.

„თბილისის აკრების“ პროექტს ახორციელებს კომპანია „ანაგი“, რომელსაც წარმატებით ოპერირების 35-წლიანი გამოცდილება აქვს. სამშენებლო სამუშაოები ტერიტორიაზე უკვე აქტიურად მიმდინარეობს და მის დასრულებამდე სულ ცოტა დრო რჩება.

„თბილისის აკრების“ საშემოდგომო შეთავაზებით სარგებლობა, ეს არის შესაძლებლობა, იცხოვრო პირველ თვითმყოფად უბანში, რომელიც ბუნებასთან ჰარმონიაშია, სადაც ყველაფერია, რაც დედაქალაქში, შენთან ახლოს გინდოდა. კომპლექსის დახვეწილი ინფრასტრუქტურა, დაბალი განაშენიანება, მობინადრეებზე მორგებული დაგეგმარება, ბუნებრივ ლანდშაფტთან თავსებადობა და მრავალფეროვანი, გამართული სერვისები თბილისში ცხოვრების სრულიად ახალ გამოცდილებას გთავაზობთ.

პროექტი ჯამში 62 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს, განაშენიანებას მისი მხოლოდ 15% უჭირავს, 85% კი ბუნებრივი ლანდშაფტი და დენდროლოგების მიერ დამატებით გამწვანებული და კეთილმოწყობილი სივრცეებია.

სპეციალურად „თბილისის აკრებში“ მისასვლელად იგეგმება ახალი გზის მოწყობა, რაც ერთი მხრივ, მობინადრეებს გაუმარტივებს კომპლექსამდე მისვლას, ხოლო მეორე მხრივ, ვაკე-საბურთალოს საკვანძო ქუჩების განმუხტვას შეუწყობს ხელს.

ყველა მახასიათებლით, პროექტი არის სრულიად ახალი ხედვა და გამოცდილება, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს დედაქალაქის განვითარება. თბილისი მუდმივად იზრდება, ხორციელდება ახალი საცხოვრებელი პროექტები, რომლის პარალელურად მნიშვნელოვანია, ინფრასტრუქტურის განვითარება და სერვისებზე ხელმისაწვდომობა, რის საუკეთესო პრეცედენტსაც სწორედ „თბილისის აკრები“ ქმნის.

მეტი დე­ტა­ლის­თვის ეწ­ვი­ეთ ბმულს Tbilisiacres.ge ან და­­კავ­შირ­დითთბი­ლი­სის აკ­რე­ბისოფისს ნო­მერ­ზე: +995 (32) 290 05 05

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება