ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ოლქში სამხედროებს შეხვდა

ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეს ოლქში სამხედროებს შეხვდა, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ზაპოროჟიეს ოლქში სამუშაო ვიზიტის დროს სამხედრო მეთაურებთან უსაფრთხოების საკითხზე ბრიფინგი გავმართე. ძირითადად, სამხრეთში არსებული ოპერატიული ვითარება განვიხილეთ. ასევე, მოვისმინეთ მოხსენება პოკროვსკში არსებული ვითარების შესახებ“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

უკრაინის პრეზიდენტმა ზაპოროჟიეს ოლქში სამხედროებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა.

„აღმოსავლეთ უკრაინა, ნამდვილად, დიდი გამოწვევაა. მადლობას ვუხდი ყველა ჯარისკაცს, ოფიცერსა და სერჟანტს ზაპოროჟიეს ოლქის დაცვისთვის“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო