ირაკლი კირცხალია - დადასტურდა, რომ აგენტურას ბრიუსელიდან მიღებულ დავალებაში ერთი სიტყვის შეცვლაც კი არ შეუძლია - დღეს ჩატარებული ბრიფინგი აგენტობის და მონობის სამარცხვინო სიმბოლოდ დარჩება ისტორიას!

უკვე მტკიცებულების დონეზე დადასტურდა, რომ აგენტურას ბრიუსელიდან მიღებულ დავალებაში ერთი სიტყვის შეცვლაც კი არ შეუძლია, არც ერთი სიტყვის! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია 28 ნოემბერს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორების ბრიფინგთან დაკავშირებით წერს და Prime Time - ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს ეხმაურება, რომელიც, გამოცემის ინფორმაციით, ადგილობრივ ოპოზიციას ბრიუსელიდან ევროკავშირის კონკრეტულმა მაღალჩინოსნებმა გამოუგზავნეს და ოპოზიციის წარმომადგენელმა ბრიფინგზე წაიკითხა.

კირცხალიას შეფასებით, აგენტურას ბრიუსელიდან მიღებულ დავალებაში, ერთი სიტყვის შეცვლაც კი არ შეუძლია, ხოლო, დღეს ჩატარებული ბრიფინგი აგენტობის და მონობის სამარცხვინო სიმბოლოდ დარჩება ისტორიას.

„სასწაული მოხდა „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთის წინ, გადაჭარბების გარეშე. ამის შემდეგ თუ ვინმეს კიდევ რამეზე კითხვა რჩება “დიფ სთეითთან" თუ მის აგენტურასთან დაკავშირებით, მან საკუთარ თავს დააბრალოს…

უკვე მტკიცებულების (და არა ლოგიკური და თუნდაც ათასპროცენტიანი ვარაუდის) დონეზე დადასტურდა, რომ აგენტურას ბრიუსელიდან მიღებულ დავალებაში ერთი სიტყვის შეცვლაც კი არ შეუძლია, არც ერთი სიტყვის!

ბრიფინგის უმარტივესი ტექსტის დაწერას და თქმას ვერ ახერხებენ და არ ანდობენ დამოუკიდებლად!

მერე დადგებიან და მონა მონაო, სხვებს ეძახიან ხოლმე!

დღეს ჩატარებული ბრიფინგი აგენტობის და მონობის სამარცხვინო სიმბოლოდ დარჩება ისტორიას!" - წერს ირაკლი კირცხალია.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!