ანონსი  14 ნოემბერი

14 ნოემბერს, 09:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია - „გადაუდებელი მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის თანამედროვე საკითხები“ გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და უცხოელი ექსპერტები, პროფესორები და ექიმები წამყვანი კლინიკებიდან და აკადემიური ცენტრებიდან.

მის: ვაჟა-ფშაველას 33, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი

14 ნოემბერს, 10:30 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარე თემებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი უპასუხებს.

მის: სააკაძის დაღმართი მეორე გასასვლელი #4 სართული 5

საკონტაქტო: ანუკა გაბელია - 551 633 644

14 ნოემბერს, 12:00 საათზე, აქციების ფარგლებში დაკავებული პატიმრების მშობლები და ოჯახის წევრები მთავრობის ადმინისტრაციასთან საჯარო მოხელეებს მიმართავენ, 12:30 საათზე კი საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მივლენ.

საკონტაქტო: თეონა ჭალიძე - 591 051 601, მარიკა არევაძე - 595 115 501

14 ნოემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტში კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი

(A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

14 ნოემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება

კომიტეტის სათათბირო ოთახი N417

(C კორპუსი, IV სართული)

14 ნოემბერს, 16:00 საათზე, ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში დიაბეტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება.

ღონისძიება საქართველოს დიაბეტისა და ენდოკრინოლოგიური ასოციაციების კავშირის ორგანიზებით ეწყობა, რომლის მიზანია დიაბეტის მკურნალობასა და მართვასთან დაკავშირებული პრობლემების გაცნობა და დაავადების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლება.

მის: ლ. გუდიაშვილის ქ. №7

საკონტაქტო პირი: მაია ტაკაშვილი 577 2440 85

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება