ზურაბ ჯაფარიძე - დანაშაულის შესახებ მინდა, შეგატყობინოთ: რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შეხვედრა მქონდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რაპორტერებთან - ხალხთან, ვისთან კომუნიკაციაც სამშობლოს ღალატად მეთვლება

დანაშაულის შესახებ მინდა, შეგატყობინოთ: რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შეხვედრა მქონდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რაპორტერებთან - ზუსტად იმ ხალხთან, ვისთან კომუნიკაციაც სამშობლოს ღალატად მეთვლება, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს და პროკურატურას მიმართავს:

„დანაშაულის შესახებ მინდა შეგატყობინოთ.

გუშინ, 12 ნოემბერს, დილის საათებში (ზუსტი დრო არ მახსოვს, დავიბენი) ქ. რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების შეხვედრების ერთ-ერთ ოთახში, შეხვედრა მქონდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რაპორტერებთან.

ზუსტად იმ ხალხთან, ვისაც სტრასბურგში ვხვდებოდი ხოლმე, ზუსტად იმ ხალხთან, ვისაც თქვენ „დიფ სტეიტის“ აგენტებად მოიხსენიებთ და ზუსტად იმ ხალხთან, ვისთან კომუნიკაციაც სამშობლოს ღალატად მეთვლება და ამის გამო, მალე გასამართლებას მიპირებთ.

აზრზე არ ვარ, ვინ შემოუშვა. თარჯიმანიც კი ჰყავდათ, ვაი, თუ ინგლისური დამვიწყებოდა. რა მექნა? რომელი ღარიბაშვილი ან ნებისმიერი ქოცი ჩინოვნიკი მე ვარ, რომ ენას კბილი დავაჭირო და ყველაფერი ეგრევე არ დავფქვა?

სულ საკნის ნომრების მიხედვით მოვუყევი ჩემი ამჟამინდელი მეზობლების შესახებ. სად ჯარის მძარცველი ზის, სად რეგიონული მნიშვნელობის მაგისტრალის ფულის მომპარავი და სად ბაგა-ბაღების და სკოლების ასაშენებელი ფულის ქურდი.

მე მაინტერესებს, სად არის ამ დროს მამუკა, როდესაც „დიფ სტეიტი“ თარეშობს რუსთავში? სად არის შინაგან სამინისტრო? ბოლოს და ბოლოს, სად არის ნანა კაკაბაძე? შარმანაშვილი?

პ.ს იქნებ დროულად ამოიღოთ ციხის შიდა კამერების ჩანაწერები, სანამ წააშლევინა ბაჩიაშვილმა“, - წერს ჯაფარიძე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს