ანდრეი სიბიგა - უკრაინის თავდაცვისა და აღდგენისთვის რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენებაზე გადაწყვეტილება წლის ბოლომდე გვჭირდება

წლის ბოლომდე გვჭირდება უკრაინის თავდაცვისთვისა და აღდგენისთვის რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენებაზე გადაწყვეტილება. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანრეი სიბიგა ბრიტანელ კოლეგა, ივეტ კუპერთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.

“არსებითი და გულითადი შეხვედრა მქონდა ჩემს ბრიტანელ კოლეგა ივეტ კუპერთან, რათა კიდევ ერთხელ დაგვედასტურებინა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის სიძლიერე და მისი სასიცოცხლო როლი ევროპის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის.

მოვახდინეთ შემდგომი ნაბიჯების კოორდინაცია რუსეთისთვის ომის ფასის ასაწევად და უკრაინის გასაძლიერებლად.

მადლობა გადავუხადე ყველა სფეროში გაერთიანებული სამეფოს ლიდერობისთვის, “დიდი შვიდეულის” გუშინდელი ძლიერი განცხადებისთვისა, და ახალი 13 მილიონი გირვანქა სტერლინგის ზამთრის პაკეტისთვის.

შევთანხმდით სწრაფი კოლექტიური ქმედების მნიშვნელობაზე, რათა შესაძლო გავხადოთ უკრაინის თავდაცვისა და აღდგენის მხარდასაჭერად რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენება. წლის ბოლომდე გვჭირდება ეს გადაწყვეტილება.

ცალკე მოვახდინეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩვენი ინიციატივებისა და ძალისხმევების კოორდინაცია, რათა რუსეთს პასუხი ვაგებინოთ თავისი დანაშაულებისთვის”, - წერს სიბიგა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი