ბერდია სიჭინავა - ბრალში უწერიათ, რომ გიორგი გახარიას, ფაქტობრივად, არ გაუცია რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება, მაგრამ ადამიანებმა რეზინის ტყვიების გამოყენების შედეგად მიიღეს დაზიანება - ეს არის თეატრი

განსაკუთრებული მოლოდინი, რომ განსხვავებული გადაწყვეტილება იქნებოდა, არ მქონდა, ეს არის თეატრი, სადაც როლები პირდაპირ იყო განაწილებული და გადაწყვეტილებაც წინასწარ იყო დაწერილი, - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას ადვოკატმა, ბერდია სიჭინავამ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

სიჭინავას თქმით, ბრალის დადგენილებაში წერია, რომ გიორგი გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუცია, რამაც აქციის დროს მოქალაქეების ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

"განსაკუთრებულად განსხვავებული მოლოდინი არ გვქონდა, სრული სამართლებრივი სიგიჟეა, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვადევნებთ თვალს, სამართლებრივადაც აბსურდია და სიგიჟეცაა. თქვენ ნახეთ, რომ არანაირი არგუმენტი პროკურატურას, მათ შორის, ფაქტობრივი საფუძვლები აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ჰქონდა იმიტომ, რომ დანაშაული არ არის ჩადენილი.

საერთოდ სიგიჟეა, მათ შორის, ჩორჩანას საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით ქართული მიწის დაცვისთვის ბრალდება და 20 ივნისს თითქოს ორგანიზება გაუწია ადამიანების ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ოღონდ დანაშაულის აღმსრულებელი დადგენილი არაა, მათ შორის, ბრალის დადგენილებაში უწერიათ, რომ გიორგი გახარიას, ფაქტობრივად, არ გაუცია რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება, მაგრამ ადამიანებმა რეზინის ტყვიების გამოყენების შედეგად მიიღეს დაზიანება და ამის ორგანიზება გააკეთა თურმე გიორგი გახარიამ.

რა თქმა უნდა, ეს არის თავიდან ბოლომდე შეთითხნილი საქმე, ეს არის პოლიტიკური მდგენელი, ეს არის ივანიშვილის პერსონალური ვენდეტა გიორგი გახარიას მისამართით, რომელიც ჰქონდა დაანონსებული.

განსაკუთრებული მოლოდინი, რომ განსხვავებული გადაწყვეტილება იქნებოდა, არ მქონდა, ეს არის თეატრი, სადაც როლები პირდაპირ იყო განაწილებული და გადაწყვეტილებაც წინასწარ იყო დაწერილი ამ საქმესთან დაკავშირებით", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს