გერმანიის მთავრობა სამხედრო სამსახურის ახალ გეგმაზე შეთანხმდა, რომლის მიზანი ჯარისკაცების რაოდენობის გაზრდაა

გერმანიის კოალიციური მთავრობა, პოლიტიკურ ძალებს შორის თვეების განმავლობაში მიმდინარე დაპირისპირების შემდეგ, სამხედრო სამსახურის ახალ გეგმაზე შეთანხმდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

სამხედრო სამსახურის ახალი გეგმა, რომლის მიზანი ჯარისკაცების რაოდენობის გაზრდაა, ყველა 18 წლის მამაკაცს ავალდებულებს, შეავსონ კითხვარი სამხედრო სამსახურისთვის მათი ვარგისიანობის შესახებ და 2027 წლიდან სამედიცინო შემოწმება გაიარონ.

მოსალოდნელია, რომ კანონმდებლები გეგმას 2025 წლის ბოლომდე უყრიან კენჭს.

ბუნდესვერს ამჟამად დაახლოებით 182 000 ჯარისკაცი ჰყავს. სამხედრო სამსახურის ახალი მოდელის მიზანია ეს რიცხვი მომდევნო წლის განმავლობაში 20 000-ით გაიზარდოს, ხოლო მომდევნო 10 წლის განმავლობაში 255 000-260 000-მდე, რასაც დაახლოებით 200 000 რეზერვისტი დაემატება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს