რუსეთის თავდაცვის უწყება - ქვეყნის ტერიტორიაზე 216 უკრაინული დრონი ჩამოვაგდეთ

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით ქვეყნის რეგიონების თავზე 216 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ყველაზე მეტი, 66 დრონი, კრასნოდარის მხარეში ჩამოაგდეს, 59 შავი ზღვის თავზე, 45 - სარატოვის ოლქში და 19 -ოკუპირებულ ყირიმში.

ამასთან, დრონები ჩამოაგდეს ვოლგოგრადის, როსტოვის, ბელგოროდის, ტამბოვის, ბრიანსკის, ვორონეჟის, ნიჟნი ნოვგოროდის და ორენბურგის ოლქებში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკში უკრაინული დრონებით თავდასხმის შედეგად ნავთობის საწყობი და სანაპირო ობიექტები დაზიანდა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი