Fox News - ჰავაის სანაპირო ზოლთან ახლოს რუსული სამხედრო სადაზვერვო გემის აღმოჩენამ აშშ-ის სანაპირო დაცვის რეაგირება გამოიწვია

აშშ-ის სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ 29 ოქტომბერს აშშ-ის ტერიტორიულ წყლებთან ახლოს რუსული სამხედრო სადაზვერვო ხომალდი აღმოაჩინა და მონიტორინგი განახორციელა, - ინფორმაციას Fox News-ი აშშ-ის სანაპირო დაცვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოფიციალური პირების თქმით, „ვიშნიას“ კლასის სადაზვერვო ხომალდი ოაჰუდან სამხრეთით დაახლოებით 15 საზღვაო მილის დაშორებით იმყოფებოდა.

აშშ-ის სანაპირო დაცვის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ სანაპირო დაცვამ რუსეთის ფედერაციის საზღვაო ძალების დამხმარე გენერალური დაზვერვის გემ „კარელიას“ უსაფრთხო და პროფესიონალური გადაფრენით და გემის მახლობლად ტრანზიტით უპასუხა.

სანაპირო დაცვა განმარტავს, რომ მოქმედებს რა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, მათი პერსონალი აკონტროლებს გემის მოქმედებას აშშ-ის ტერიტორიულ წყლებთან ახლოს, რათა უზრუნველყოს ამ ტერიტორიაზე მოქმედი აშშ-ის გემების საზღვაო უსაფრთხოება.

პრესრელიზში აღნიშნულია, რომ სანაპირო დაცვის თანამშრომლები ასევე გააკონტროლებენ გემს სამშობლოს თავდაცვის ძალისხმევის მხარდასაჭერად.

„აშშ-ის სანაპირო დაცვა რეგულარულად აკონტროლებს საზღვაო აქტივობას ჰავაის კუნძულების გარშემო და მთელ წყნარ ოკეანეში, რათა უზრუნველყოს აშშ-ის წყლების უსაფრთხოება“, - განაცხადა სანაპირო დაცვის ოკეანეთის ოლქის რეაგირების უფროსმა, კაპიტანმა მეთიუ ჩონგმა.

აშშ-ის არმიის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ „ვიშნიას“ კლასის გემები დაზვერვის მონაცემების შეგროვებისთვისაა განკუთვნილი, ისინი შეიარაღებულები არიან AK-630 ტიპის ახლო მანძილზე მოქმედი ორი იარაღის სისტემით და SA-N-8 მიწა-ჰაერი კლასის რაკეტების გამშვები სისტემებით, რაც უკიდურეს შემთხვევაში თავდაცვის საშუალებას წარმოადგენს.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ