DataFest Tbilisi 2025-ის პროგრამა ცნობილია – რა გველის წელს მონაცემთა ფესტივალზე?

როგორ შეგვიძლია ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის გასაძლიერებლად; რა პრაქტიკა არსებობს ამ საკითხის ირგვლივ მსოფლიოში, რა რისკები არსებობს ამ მიმართულებით და როგორ შეგვიძლია ამ გამოწვევების მართვა?

ეს საკითხებია იმ თემებს შორისა, რომლებიც წელს DataFest Tbilisi 2025-ის პროგრამაში მოხვდა.

DataFest Tbilisi აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ყველაზე დიდი ყოველწლიური მონაცემთა და ტექნოლოგიური ფესტივალია, რომელიც უკვე მეცხრედ, 27-29 ნოემბერს ტარდება. ორგანიზატორებმა ღონისძიების სრული პროგრამა უკვე გამოაქვეყნეს და გამოშვება მთლიანად ხელოვნურ ინტელექტსა მასთან დაკავშირებულ თემებზეა ფოკუსირებული.

დამსწრეებს წინ 50-ზე მეტი სპიკერის 100-ზე მეტი ინსპირაციული გამოსვლა, სიღრმისეული ვორკშოპი და ინტერაქტიული სესია ელით ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორებიცაა:

  • ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის წინსვლის მიმართულებით ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პოტენციალი
  • ხელსაწყოები, რომლებიც ჟურნალისტურ საქმიანობაში გვეხმარება
  • პასუხისმგებლობიანი მიდგომა და ხელოვნური ინტელექტის ეთიკური რეგულირება
  • ბიზნესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების რეალური მაგალითები
  • ხელოვნებისა და დიზაინის სფეროში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება

ყველა თემასა და სესიას უფრო დაწვრილებით შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

სპიკერებს შორის არიან ისეთი ორგანიზაციებისა და კომპანიების წარმომადგენლები, როგორებიცაა: მაიკროსოფტი, მოზილა, გიტჰაბი, ვიპრო, გუგლი, ეუთო და ა.შ.

ფესტივალის შინაარსი დაგეგმილია ისე, რომ საინტერესო და სასარგებლო სესიები აღმოაჩინონ თითქმის ყველას პროფესიის წარმომადგენლებმა, მათ შორის: ადამიანის უფლებების აქტივისტებმა, ჟურნალისტებმა, ხელოვნური ინტელექტის ინჟინრებმა, სტარტაპერებმა, ბიზნესმენებმა და დიზაინერებმა.

გასული წლების მსგავსად, წელსაც DataFest Tbilisi-ის სცენა მნიშვნელოვანი პლატფორმა იქნება გლობალურ და ლოკალურ პრობლემებზე სასაუბროდ. დაგეგმილია სხვადასხვა ფორმატის სესიები, იმისთვის, რომ ფესტივალის სამი დღე რაც შეიძლება დინამიკური და მრავლისმომცველი იყოს:

  • ინსპირაციული, მოკლე გამოსვლები მთავარ სცენაზე, სადაც ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის ლიდერები გააზიარებენ ცოდნას, დაკვირვებებს, პროგნოზებსა და რჩევებს
  • სიღრმისეული ვორკშოპები, სადაც მონაწილეებს გამოცდილი სპიკერები და ტრენერები დაეხმარებიან ყველაზე მოთხოვნადი უნარ-ჩვევების ათვისებასა და გაუმჯობესებაში
  • სტარტაპ ექსპოებს, სადაც სტუმრებს რეგიონის მზარდი AI სტარტაპებისა და მათი AI პროდუქტების გაცნობის შესაძლებლობა ექნებათ.
  • Open Mic, სადაც ფესტივალის დამსწრეებსაც შეეძლებათ, ფართო აუდიტორიას მიმართონ საკუთარი იდეით, გამოცდილებითა თუ სადისკუსიო თემებით
  • Ask Me Anything, სადაც არაფორმალურ გარემოში, სფეროს ლიდერები გაგვცემენ პასუხებს არასტანდარტულ კითხვებზე კარიერის, გამოწვევების, შეცდომებისა და ნასწავლი გაკვეთილების ირგვლივ
  • Side Events, სადაც მონაწილეებს შეეძლებათ, დაესწრონ თბილისის ოკუპაციის ტურს, ღვინის დეგუსტაციის ტურს, ყოველდღიურ წვეულებებსა და ფესტივალის შემაჯამებელ წვეულებას

ფესტივალზე დასწრება შესაძლებელია ბილეთით, რომლის შეძენაც შეგიძლიათ აქ.

DataFest Tbilisi 2025-ის ორგანიზატორია ფორსეტი (ForSet).

ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საქართველოს ბანკი და ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ხოლო პარტნიორები არიან: გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), EPAM, ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში, IBCCS TAX საქართველო, Autodraft, Alliance of Democracies, Social Lab

სპონსორები: Startup Bootcamp, სელფი

მხარდამჭერები: The Image, გრანთ თორნთონ საქართველო, MoveWise, Deepkapha, D Block, Optio, Techweiz, RealAI, Tumo, Robocode

ქომუნითი პარტნიორები: საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია (GAIA), ProductTank Tbilisi, EBA - ევროპის ბიზნეს ასოციაცია, დიზაინის ინსტიტუტი, DevTherapy, Axel, სმარტ აკადემია, ფრილანსერი, თბილისის კომუნიკაციის სკოლა

მედიაპარტნიორები: ბიზნეს მედია საქართველო, Next.on.ge, მარკეტერი, ინტერპრესნიუსი, ბიზნესპრესნიუსი, ფორმულა, მედია აპრილი, OC Media, Itel.am

ფესტივალის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლია იხილოთ ბმულზე.

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025