აშშ-მა ნარკოტერორისტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გამოაცხადა

აშშ-ის ომის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა აშშ-ის ახალი სამხედრო ოპერაციის - „სამხრეთის შუბის“ - დაწყება გამოაცხადა.

ჰეგსეთის თქმით, ოპერაციის მიზანი დასავლეთ ნახევარსფეროში ნარკოტერორისტების განადგურებაა.

„პრეზიდენტმა ტრამპმა ბრძანა მოქმედება - და ომის დეპარტამენტი ახორციელებს. დღეს მე ვაცხადებ ოპერაცია „სამხრეთის შუბის“ შესახებ“, - დაწერა პენტაგონის ხელმძღვანელმა სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე.

მისი თქმით, ოპერაცია იცავს შეერთებულ შტატებს და ებრძვის ნარკოტერორისტებს.

„ეს მისია, რომელსაც ერთობლივი სამუშაო ჯგუფი „სამხრეთის შუბი“ და სამხრეთის სარდლობა ხელმძღვანელობენ, იცავს ჩვენს სამშობლოს, აშორებს ნარკოტერორისტებს ჩვენი ნახევარსფეროდან და იცავს ჩვენს სამშობლოს ნარკოტიკებისგან, რომლებიც კლავს ჩვენს ხალხს“, - დაწერა ჰეგსეთმა.

შეგახსენებთ, ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, აშშ-მა კარიბის ზღვის აუზსა და წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში სამხედრო დარტყმები არაერთი ხომალდის წინააღმდეგ განახორციელა, იმ მოტივით, რომ ისინი „ნარკოტიკების გადამზიდავი ნავები“ იყვნენ. თავდასხმების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს