„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 93 022.3 მლნ ლარს გაუტოლდა

დაზუსტებული მონაცემებით, 2024 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 93 022.3 მლნ. ლარს გაუტოლდა, რაც 15.0%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2024 წელს, წინა წელთან შედარებით 9.7% შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2024 წელს 4.9%-ით განისაზღვრა.

„მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (15.4 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (9.8 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს

იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (9.7 პროცენტი), მშენებლობა (8.5 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (6.8 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (6.4 პროცენტი), სოფლის სატყეო და თევზის მეურნეობა (6.3 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.3 პროცენტი), განათლება (5.6 პროცენტი).

2024 წელს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (9.3 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (24.6 პროცენტი), განათლება (28.2 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (15.5 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (13.5 პროცენტი), მშენებლობა (12.2 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (11.2 პროცენტი). კლება აღინიშნა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების სექტორში (10.5 პროცენტი),-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს