აქციების დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრებმა, რომლებიც მთავრობის ადმინისტრაციასთან იყვნენ შეკრებილები, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გადაინაცვლეს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილმა აქციების დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრები აქციას საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აგრძელებენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი მიზანია, რომ საჯარო მოხელეებს -"საჯარო მოხელის ფიცი" გაახსენონ.

მათი თქმით, საჯარო მოხელეები არა რომელიმე პარტიის ან რომელიმე ხელმძღვანელის პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოქმედებდნენ.

აქციის მონაწილეებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობის წინ გაშლილი აქვთ ბანერი, წარწერით - „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს".

მანამდე აქციის მონაწილეები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან იყვნენ შეკრებილები.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს