თენგიზ შარმანაშვილი - როდესაც „დიფ სთეითთან“ ხარ აბსოლუტურ მორჩილებაში, შენი მოქმედებები არავითარ ლოგიკას აღარ ექვემდებარება - პეტერ ფიშერმა, ქცევის წესი არ შეცვალა და ვერც შეცვლიდა, რადგან მორჩილებაშია იმ ნარატივის, რომელიც „დიფ სთეითიდან“ არის დაშვებული

როდესაც შენ „დიფ სთეითთან” ხარ აბსოლუტურ მორჩილებაში, შენი მოქმედებები არავითარ ლოგიკას აღარ ექვემდებარება - ინსტრუქცია როგორც მოვა, ისე უნდა შეასრულო - ამ კაცმა [პეტერ ფიშერმა] ქცევის წესი არ შეცვალა და ვერც შეცვლიდა, რადგან ის აბსოლუტურ მორჩილებაშია იმ ნარატივთან, რომელიც ზემოდან, “დიფ სთეითიდან” არის დაშვებული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რომელიც გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის საპროტესტო აქციაზე გამოჩენას შეეხებოდა.

მისი თქმით, „თუ გერმანიის საგარეო უწყება ისევ იმ განცხადებას გააკეთებს, რომ ეს კაცი გერმანიის მთავრობის მითითებების შესაბამისად მოქმედებს, მაშინ კიდევ ერთხელ დამტკიცდება ის, რომ გერმანიის მთავრობაც კი არ არის დამოუკიდებელი თავის მოქმედებებში”.

„ამას ელჩების დონეზე კი არ ექვემდებარებიან, არამედ ევროპელი ლიდერები და რა გვიკვირს, საქართველოში გერმანიის ელჩი თუ ასე პირდაპირ ექვემდებარება? არავითარი ლოგიკა არ აქვს ზოგიერთი ევროპული დიდი სახელმწიფოს ხელმძღვანელის მოქმედებებს. რამე ლოგიკა ჰქონდა ურსულა ფონ დენ ლაიერის მოქმედებას, როცა ტრამპს ეკონომიკურ საკითხებზე გაურიგდა? მთელი ევროპა გაოცებული იყო, ევროპული ინტერესების როგორი არცერთი მისხალი არ გაითვალისწინა. ვერც გაითვალისწინებდა, რადგან ამის უფლებასაც არავინ მისცემდა.

თუ გერმანიის საგარეო უწყება ისევ იმ განცხადებას გააკეთებს, რომ ეს კაცი გერმანიის მთავრობის მითითებების შესაბამისად მოქმედებს, მაშინ კიდევ ერთხელ დამტკიცდება ის, რომ გერმანიის მთავრობაც კი არ არის დამოუკიდებელი თავის მოქმედებებში”, - აღნიშნა შარმანაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს