კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანაზე - იმ სიცრუისთვის, რაც აკადრეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და ქვეყანას, კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირები მინიმუმ უნდა გამოვიდნენ და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას

იმ სიცრუისთვის, რაც აკადრეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და ქვეყანას, კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირები მინიმუმ უნდა გამოვიდნენ და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

აღნიშნულით ის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილზე აღნიშნა: „სანახავია, რა დაჯდა მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში ყოფნა? შემდეგ მივაკითხოთ ბრიუსელის იმ ბიუროკრატებს, რომლებმაც ეს ხარჯები ქართველ ხალხს უნდა აუნაზღაურონ“.

„მოწმეები გავხდით, რამდენიმე თვიანი ცრუ კამპანიის, რომელშიც ჩართულები იყვნენ უცხოეთის მაღალი თანამდებობის პირებიც. ბოლო გაირკვა, რომ ფული ჰქონდათ ამ ყველაფერში აღებული. იმ სიცრუისთვის, რაც აკადრეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და ქვეყანას, კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირები მინიმუმ უნდა გამოვიდნენ და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას“,- აღნიშნა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს