რობერტა მეცოლა - საშინელი სცენები კიევში - არასდროს შევეგუებით აგრესიის ნორმალიზაციას

საშინელი სცენები კიევში რუსეთის მიერ საცხოვრებელი რაიონების უწყვეტი, განურჩეველი დაბომბვის შემდეგ, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წუხელ განხორციელებულ თავდასხმას.

მისი თქმით, კიდევ უფრო მეტი უდანაშაულო ადამიანი გახდა იძულებული, გადაეხადა უმაღლესი ფასი რუსეთის უკანონო ომისთვის.

„არ დავუშვებთ გულგრილობის შემოპარვას და არასდროს შევეგუებით აგრესიის ნორმალიზაციას. ევროპარლამენტი კვლავაც უკრაინელი ხალხის გვერდით იდგება, რადგან ისინი თავისუფლებისთვის იბრძვიან“, - წერს მეცოლა.

შეგახსენებთ, რუსეთმა წუხელ უკრაინას რაკეტებით და დრონებით შეუტია, რის შედეგადაც კიევში 4 ადამიანი დაიღუპა და 26 დაშავდა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი