„არქი“ ბიზნესპარტნიორთან, გიორგი მამარდაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ბოლო დღეებში ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს „გრანდ ავენიუს“ ბიზნესპარტნიორებს, მათ შორის ცნობილ სპორტსმენ გიორგი მამარდაშვილს, კომპანიაში წილი 1 ლარად გადაეცათ და მათ ინვესტიციის ვალდებულება არ აქვთ, რაც არ შეესაბამება რეალობას.

სიმბოლურად, 1 ლარად დარეგისტრირებული წილი არ წარმოადგენს ინვესტიციის მოცულობას. ეს არის მიღებული სამართლებრივი ფორმა, რომელიც კომპანიის დაფუძნებისას გამოიყენება და რომლის მიხედვითაც ყველა პარტნიორს წილი ერთნაირი პირობით აქვს მიღებული, მათ შორის თორნიკე შენგელიას, ზაზა ფაჩულიას კომპანიას, მენი ბენიშს, ილია წულაიას და სხვა მეწილეებს.

ამასთან, თითოეულ პარტნიორს აქვს აღებული ვალდებულება, რომ პროექტში განახორციელოს მრავალმილიონიანი ინვესტიცია საკუთარი წილის პროპორციულად, კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე.

შესაბამისად, განცხადება, თითქოს რომელიმე პარტნიორის სრული ინვესტიცია მხოლოდ „1 ლარია“, წარმოადგენს მიზანმიმართულ მანიპულაციას, რასაც საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში.

გთხოვთ, თავი შეიკავოთ მსგავსი მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან.

„გრანდ ავენიუს“ პროექტში ცნობილი სპორტსმენებისა და სხვა პარტნიორების მონაწილეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ ნდობას „არქის“ მიმართ და მზადყოფნას გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის, რასაც ჩვენ განსაკუთრებულად ვაფასებთ.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს