გიორგი შარაშიძის განცხადებით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ 28 ნოემბერს დაგეგმილ აქციას არ შეუერთდება

არა, ჩვენ ვერ გვიხილავთ [28 ნოემბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე], რადგან, იცით ჩვენ პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელების გადაწყვეტილება მივიღეთ ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტის გამოყენებით როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო მასშტაბით - დღეს საქმის კეთების დროა, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან 28 ნოემბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ აქციასთან დაკავშირებით მას „განსაკუთრებული მოლოდინები არ აქვს“.

„არა, ჩვენ ვერ გვიხილავთ [28 ნოემბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე], რადგან, იცით ჩვენ პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელების გადაწყვეტილება მივიღეთ - ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტის გამოყენებით როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. დღეს საქმის კეთების დროა. კონკრეტულად ჩვენს პოლიტიკურ ძალას აქვს თავისი კონკრეტული გამოწვევა. რაც ჩვენ მივიღეთ, მივიღეთ ღირსეულად და ვაპირებთ, ამ გამოწვევას გავუმკლავდეთ. რაც შეეხება პროტესტს, ეს ისეთი მნიშვნელოვანი თარიღია, ჩვენ მაშინაც ქუჩაში ვიყავით და წარმატებას ვუსურვებ ყველას, მაგრამ განსაკუთრებული მოლოდინები მაქვს-თქო რომ გითხრათ - სამწუხაროდ, არ მაქვს. ძირითადი მიზეზი რის გამოც არ მაქვს [მოლოდინები], არის 4 ოქტომბერი. გაიხსენეთ, რა იყო 4 ოქტომბრის მოლოდინი და რა დადგა და 28 ნოემბრის მოლოდინი რა უნდა იყოს გარდა იმისა, რომ კიდევ ბევრი ადამიანი დააფიქსირებს თავის პოზიციას, რაც მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია.

არ მგონია, რომ როგორც პარტია, პარტიულად ისე შევუერთდეთ ამ პროტესტს”, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს