სახალხო დამცველი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ეუთო/ოდირი ხაზს უსვამს, რომ არაპროპორციული სასჯელები დამოუკიდებლად არღვევს შეკრების თავისუფლებას, რამდენადაც მათ შეუძლია შეაფერხოს აქციების მოწყობა და მასში მონაწილეობა, რასაც უარყოფითი ეფექტი აქვს შეკრების თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების რეალიზებაზე,- ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი.

ამასთან, განმარტავენ, რომ ეუთო/ოდირის დასკვნის მიხედვით, ცალკეული არაძალადობრივი ქმედებებისათვის (ნიღბის ტარების, უკანონოდ მიჩნეულ აქციებში მშვიდობიანი მონაწილეობისა თუ გზების გადაკეტვის ჩათვლით) თავისუფლების აღკვეთის შემოღება, საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანისა თუ ასეთი ზიანის გამოწვევის განზრახვის მტკიცებულების გარეშე, წარმოადგენს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით დაცული ქმედების კრიმინალიზაციას.

„სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ეუთო/ოდირმა შეისწავლა საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ბოლოდროინდელი ცვლილებები, რომლითაც დაწესდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის რიგი ნორმების განმეორებითი დარღვევისა და კიდევ ერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისათვის.

ეუთო/ოდირის დასკვნის მიხედვით, ცალკეული არაძალადობრივი ქმედებებისათვის (ნიღბის ტარების, უკანონოდ მიჩნეულ აქციებში მშვიდობიანი მონაწილეობისა თუ გზების გადაკეტვის ჩათვლით) თავისუფლების აღკვეთის შემოღება, საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანისა თუ ასეთი ზიანის გამოწვევის განზრახვის მტკიცებულების გარეშე, წარმოადგენს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით დაცული ქმედების კრიმინალიზაციას.

ეუთო/ოდირი ხაზს უსვამს, რომ არაპროპორციული სასჯელები დამოუკიდებლად არღვევს შეკრების თავისუფლებას, რამდენადაც მათ შეუძლია შეაფერხოს აქციების მოწყობა და მასში მონაწილეობა, რასაც უარყოფითი ეფექტი აქვს შეკრების თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების რეალიზებაზე.

ცვლილებები ასევე ახდენს იმ ვერბალური შეურაცხყოფისა თუ სხვა „შეურაცხმყოფელი ქმედების“ კრიმინალიზებას, რომლებიც მიმართულია სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისა და სხვა ცალკეული მოხელეების წინააღმდეგ და სასჯელის სახით ითვალისწინებს 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, არაერთგზის მათი ჩადენის შემთხვევაში. ეუთო/ოდირის დასკვნის მიხედვით, ასეთი ბუნდოვანი და ფართო ტერმინოლოგია, რომელიც იძლევა სუბიექტური ინტერპრეტაციის საშუალებას, ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სამართლით მოთხოვნილ - კანონიერების, სიცხადისა და განჭვრეტადობის სტანდარტებს.

ეუთო/ოდირის შეფასებით, 2025 წლის ოქტომბრის ზემოაღნიშნული ცვლილებები სერიოზულ წუხილებს წარმოშობს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებებთან საქართველოს შესაბამისობის თაობაზე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს