შსს - დაკავებულია საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, რომელიც საკუთარი ავტომობილით, ნებართვის გარეშე, მასთან კავშირში მყოფი ინსტრუქტორების დახმარებით, რუსთავში, აკრძალულ მონაკვეთებზე, ავტომობილის პრაქტიკული მართვის სწავლებებს ახორციელებდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, რომელიც, გამოძიების ინფორმაციით, საკუთარი ავტომობილით, ნებართვის გარეშე, მასთან კავშირში მყოფი ინსტრუქტორების დახმარებით, რუსთავში, აკრძალულ მონაკვეთებზე, სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლებებს ახორციელებდა.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1993 წელს დაბადებული თ.ლ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურე თ.ლ., მის საკუთრებაში არსებული ავტომობილით, შესაბამისი ნებართვის გარეშე, მასთან კავშირში მყოფი ინსტრუქტორების - 1988 წელს დაბადებული ლ.კ.-ს და 1989 წელს დაბადებული მ.ე.-ს დახმარებით, რუსთავში, საავტომობილო გზის აკრძალულ მონაკვეთებზე, კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით, სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლებებს ახორციელებდა.

ასევე დგინდება, რომ პატრულ-ინსპექტორების მხრიდან დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, თ.ლ. სამსახურებრივი მდგომარეობისა და ავტორიტეტის გამოყენებით მათ არ აწერინებდა სამართალდარღვევის ოქმს.

დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ