კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლები - რეჟიმმა არაერთხელ სცადა ჩვენი დადუმება, მოსყიდვა და გაჩერება, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, კულტურის ხმა ისმის უწყვეტ პროტესტში - 28 ნოემბერს აქციას ვუერთდებით

კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლები 28 ნოემბერს, 19:00 ვუერთდებით სხვა საზოგადოებრივ ჯგუფებს, პოლიტიკოსებს, აქტივისტებს და ყველა იმ მოქალაქეს, რომლებისთვისაც ჩვენი ქვეყნის მომავალი მნიშვნელოვანია და რომლებსაც დემოკრატიულ, სამართლიან და თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება სურთ,- ამის შესახებ კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლებმა 28 ნოემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადეს.

მათი თქმით, 1 წლის წინ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო გადატრიალება მოაწყო და ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანზე უარი თქვა.

„2024 წლის 28 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო გადატრიალება მოაწყო და ქართველი ხალხის - ევროპულ არჩევანზე უარი თქვა. წაგვართვა არჩევანის, დემოკრატიულ, სამართლიან და დაცულ ქვეყანაში ცხოვრების უფლება. ეს დღე კი ქართველი ხალხის უწყვეტი პროტესტის დასაწყისად იქცა. კულტურის სფერო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც რეპრესიებისა და წნეხის ქვეშ აღმოჩნდა. რეჟიმმა არაერთხელ სცადა ჩვენი დადუმება, მოსყიდვა და გაჩერება, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, კულტურის ხმა ისმის უწყვეტ პროტესტში. თავისუფლებისა და სამართლიანობის მოყვარული საზოგადოება კვლავ გარეთაა და უსამართლობის წინააღმდეგ იბრძვის. გაძლიერებული წნეხის, პოლიტიკური და სინდისის პატიმართა რაოდენობის გაზრდის, რეპრესიების მიუხედავად ქართველი საზოგადოება კვლავ გარეთაა, არსად წასულა და კვლავ სამართლიან არჩევნებსა და პატიმრების გათავისუფლებას მოითხოვს.

კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლები 28 ნოემბერს, 19:00 ვუერთდებით სხვა საზოგადოებრივ ჯგუფებს, პოლიტიკოსებს, აქტივისტებს და ყველა იმ მოქალაქეს, რომლებისთვისაც ჩვენი ქვეყნის მომავალი მნიშვნელოვანია და რომლებსაც დემოკრატიულ, სამართლიან და თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება სურთ, რომლებსაც სჯერათ, რომ მხოლოდ ნამდვილი მეგობრების გვერდით ვიქნებით დაცულები და რეალური განვითარების საშუალება გვექნება“,- აცხადებენ კულტურის სფეროს წარმომადგენლები.

ცნობისთვის, 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

2028 წლის ბოლო არის ის დრო, როდესაც საქართველო იქნება მზად, ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ მომზადებული, რათა გახსნას მოლაპარაკებები 2030 წელს ევროკავშირში გასაწევრიანებლად?”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის