საფლავის უკანონოდ გასხვისების ფაქტზე „ჰერმესის“ ზედამხედველს ბრალი წარედგინა - პროკურატურა მისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს

საქართველოს პროკურატურამ კომერციული მოსყიდვის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტებზე თბილისის მერიის შპს „ჰერმესის“ მუხათგვერდის საქალაქო სასაფლაოს სპეციალისტს ბრალდება წარუდგინა.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „ჰერმესის“ სერვისების მართვის და სტრატეგიული განვითარების განყოფილების მუხათგვერდის საქალაქო სასაფლაოს სპეციალისტმა სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევით მოქალაქეს ყალბი დოკუმენტი დაუმზადა, თითქოსდა კონკრეტულ სასაფლაოზე ბაბუამისი იყო დასაფლავებული, რის შედეგადაც სამ ადგილიანი საფლავის მიღებას შეძლებდა. აღნიშნულის სანაცვლოდ კი მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 4600 ლარი.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 14 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს