მექსიკაში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დროს მომხდარი შეტაკებებისას 120 ადამიანი დაშავდა

მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დროს მომხდარი შეტაკებების შედეგად სულ მცირე 120 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას BBC-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაშავებულებიდან 100 პოლიციელია.

ათასობით დემონსტრანტმა მსვლელობა ძალადობრივი დანაშაულისა და პრეზიდენტ კლაუდია შეინბაუმის მთავრობის წინააღმდეგ გამართა.

აქცია Gen Z-ის ახალგაზრდული ჯგუფების ორგანიზებით გაიმართა. დემონსტრანტები აპროტესტებდნენ გახმაურებულ მკვლელობებს, მათ შორის ურუაპანის მერის, კარლოს მანცოს მკვლელობას. კარლოს მანცო, რომელმაც კარტელების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღება მოითხოვა, რამდენიმე კვირის წინ მოკლეს. მომიტინგეებს ეჭირათ ბანერები წარწერებით „ჩვენ ყველანი კარლოს მანცო ვართ“.

დემონსტრანტებმა ეროვნული სასახლის დამცავი ბარიერის ნაწილები დაშალეს, სადაც პრეზიდენტი შეინბაუმი ცხოვრობს. შენობასთან მყოფმა პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

მეხიკოს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, პაბლო ვასკესმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხელისუფლებამ ძარცვისა და თავდასხმისთვის 20 ადამიანი დააკავა.

პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა, რომ მსვლელობები, დააფინანსეს მემარჯვენე პოლიტიკოსებმა, რომლებიც მისი მთავრობის მოწინააღმდეგეები არიან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს