ვოლოდიმირ ზელენსკი - მოვამზადეთ ისტორიული შეთანხმება საფრანგეთთან, რომელიც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენს საჰაერო თავდაცვას

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა საფრანგეთთან ორშაბათს „ისტორიულ შეთანხმებას“ გააფორმებს, რომელიც უკრაინის ავიაციის გაძლიერებას ეხება.

„მოვამზადეთ ისტორიული შეთანხმება საფრანგეთთან. ეს მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენს ავიაციას, საჰაერო თავდაცვას და სხვა თავდაცვით შესაძლებლობებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ დილის მიმართვაში.

უკრაინული მედია წერს, რომ პრეზიდენტის ვიზიტის გრაფიკის მიხედვით, ხელმოწერა ორშაბათს გაიმართება.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სამშაბათს შედგება მისი „პროდუქტიული ვიზიტი“ ესპანეთში, რომლისთვისაც დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ.

„კიდევ ერთი ძლიერი ქვეყანა, რომელიც შეუერთდა პარტნიორებსა და ინიციატივებს, რომლებიც ნამდვილად გვეხმარებიან. დღეს ჩვენი მთავარი მიზნებია საჰაერო თავდაცვა და საჰაერო თავდაცვის რაკეტები. რუსეთის ყოველი დარტყმის შემდეგ, ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენი ძალების აღდგენას. ეს ადვილი არ არის, მაგრამ ჩვენ ამას ვაკეთებთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, მისი თქმით, უკრაინა ზამთრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად საბერძნეთიდან გაზის იმპორტს მიიღებს.

„დღეს ჩვენ უკვე მოვამზადეთ საბერძნეთთან უკრაინისთვის გაზის შესახებ შეთანხმება, რომელიც კიდევ ერთი მარშრუტი იქნება გაზის მოწოდებისთვის, რათა ზამთრისთვის იმპორტი მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს. უკვე გვაქვს შეთანხმებები გაზის იმპორტის დაფინანსების შესახებ და დავფარავთ თითქმის 2 მილიარდ ევროს, რომელიც საჭიროა იმპორტისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი