იური უშაკოვი - უკრაინის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით რუსეთსა და აშშ-ს შორის კონტაქტები გრძელდება

რუსეთი და შეერთებული შტატები აგრძელებენ მოლაპარაკებებს უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების საკითხზე, ანკორიჯის სამიტზე მიღწეული შეთანხმებების საფუძველზე, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.

„აქტიურად განვიხილავთ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების საკითხს ანკორიჯში მიღწეული შეთანხმებების საფუძველზე. გვჯერა, რომ ეს მშვიდობიანი მოგვარების მიღწევის ნამდვილად კარგი გზაა“, - განაცხადა უშაკოვმა.

კითხვაზე, გადაუხვია თუ არა აშშ-მა ამ შეთანხმებებს, მან უპასუხა:

„ამერიკის მხრიდან ჯერ არ ყოფილა ოფიციალური უარყოფა, რომ ეს შეთანხმებები არ მოქმედებს. ბევრი კომენტარი გაკეთდა; ეს კომენტარები კეთდება სიტუაციის განვითარებასთან ერთად, სხვადასხვა მოლაპარაკებების მიმდინარეობისას, მათ შორის ევროპელებთან და უკრაინელებთან. ბევრი სიგნალია, ზოგი მოგვწონს, ზოგი არა, მაგრამ ყველაფრის საფუძველი ანკორიჯია“, - აღნიშნა უშაკოვმა.

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის თქმით, ანკორიჯში მიღწეული შეთანხმებების შესახებ კიევის მხარეს ეცნობა.

„კიევმა ამის შესახებ იცის, მათ ეს არ მოსწონთ. ბევრ ევროპელსაც არ მოსწონს ანკორიჯი, მაგრამ არა ყველას“, - აღნიშნა უშაკოვმა.

შეგახსენებთ, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა 15 აგვისტოს, ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში, ელმენდორფ-რიჩარდსონის საჰაერო ძალების ბაზაზე გაიმართა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება