გრიგოლ გეგელია Eagle Hills-ზე - კობახიძემ უპასუხოს ერთ მთავარ კითხვას: რატომ უმალავს ქართველ ხალხს კონტრაქტის დეტალებს - ეს არის ქართველთმოძულე რეჟიმის მორიგი ხრიკი

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია ხელისუფლებას მოუწოდებს, Eagle Hills-ის პროექტთან დაკავშირებით კონტრაქტის დეტალები გაასაჯაროოს.

გეგელიას თქმით, „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ აყენებს შეურაცხყოფას ქართულ დემოკრატიას და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

„არაღიარებული რეჟიმის ე.წ. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მზადაა უპასუხოს ნებისმიერ კონკრეტულ კითხვას არაბულ პროექტთან დაკავშირებით. წარმოუდგენელია, როგორ უნდა უპასუხოს რამეს, როდესაც მთელი კონტრაქტი გასაიდუმლოებულია, ან როგორ უნდა დასვას საზოგადოებამ კითხვები, იმ ფონზე, როდესაც ე.წ. მთავრობა საკუთარ ხალხს უმალავს კონტრაქტს. კობახიძემ უპასუხოს ერთ მთავარ კითხვას: რატომ უმალავს ქართველ ხალხს კონტრაქტის დეტალებს, რომელიც 9 მილიონ კვადრატულ მეტრ ქართულ სტრატეგიულ მიწას, დემოგრაფიას, ეკოლოგიას და ჩვენი ქალაქებისა და ქვეყნის მომავალს ეხება? იქვე მეორე მნიშვნელოვანი კითხვა: ქართულ ბანკებში ჩაირიცხა თუ არა არაბული 67%-იანი წილის შესაბამისი 1.2 მილიარდი, 600 მილიონის ღირებულების ქართული ინვესტიციის საპირწონედ? ეს არის ქართველთმოძულე რეჟიმის მორიგი რიტორიკული ხრიკი, რომელიც კიდევ ერთხელ აყენებს შეურაცხყოფას ქართულ დემოკრატიას და ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. მორიგ ჯერზე მოვუწოდებთ ე.წ. მთავრობას, დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს კონტრაქტი“, - განაცხადა გეგელიამ.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი