დონალდ ტრამპი - ნიკოლას მადუროსთან, შესაძლოა, გარკვეული მოლაპარაკებები გვქონდეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროსთან, შესაძლოა, მოლაპარაკებები დაიწყოს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„შესაძლოა, მადუროსთან გარკვეული მოლაპარაკებები გვქონდეს და ვნახოთ, როგორ დასრულდება ეს“, - აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, რა საკითხებზე ისაუბრებს მადუროსთან, რომელსაც აშშ ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობასთან კავშირში ადანაშაულებს.

ამასთან, ტრამპმა განაცხადა, რომ გააგრძელებს ზეწოლას მადუროზე.

„შევაჩერებთ ნარკოდილერების და ნარკოტიკების ჩვენს ქვეყანაში შემოსვლას“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

Reuters-ს ოფიციალურმა პირებმა ანონიმურობის დაცვის პირობით განუცხადეს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა გასულ კვირას თეთრ სახლში სამი შეხვედრა გამართეს, რათა განეხილათ ვენესუელას წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო ოპერაციების ვარიანტები, მათ შორის ქვეყნის შიგნით სახმელეთო დარტყმები.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია