ვიქტორ ორბანი - უკრაინას ომში გამარჯვების შანსი არ აქვს

უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში გამარჯვების შანსი არ აქვს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა ეკონომიკურად, ფინანსურად კლავს ევროკავშირს და უბრალოდ სიგიჟეა.

„უკვე დავწვით 185 მილიარდი ევრო და ჩვენი მიზანია კიდევ უფრო მეტი დავხარჯოთ. ამგვარად, ჩვენ ვაფინანსებთ ქვეყანას, რომელსაც ომის მოგების შანსი არ აქვს“, - განაცხადა ორბანმა.

მან ევროკავშირის ლიდერები უკრაინის კონფლიქტის განზრახ გაჭიანურებაში დაადანაშაულა.

„მათ ომის გაგრძელება სურთ. ფიქრობენ, რომ ჩვენ ომი უნდა გავაგრძელოთ, რათა უკრაინას უფრო მეტად დავუჭიროთ მხარი. სიტუაცია და დრო რუსებისთვის უკეთესია, ვიდრე ჩვენთვის. ნუ გააგრძელებთ; შეწყვიტეთ ეს რაც შეიძლება მალე“, - აღნიშნა ორბანმა.

უნგრეთის პრემიერი მიიჩნევს, რომ ევროპელებმა რუსეთთან დამოუკიდებელი საკომუნიკაციო არხი უნდა გახსნან.

„დაე, ამერიკელებმა რუსებთან მოლაპარაკება აწარმოონ, შემდეგ ევროპელებმაც უნდა აწარმოონ რუსებთან მოლაპარაკება და შემდეგ ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციის გაერთიანება“, - აღნიშნა ორბანმა.

მისი მტკიცებით, უკრაინის ომისშემდგომი უსაფრთხოების მექანიზმი უნდა მოიცავდეს საზღვრების სტაბილიზაციას, საერთაშორისოდ აღიარებული იქნება თუ არა ის და ნამდვილად დემილიტარიზებულ ზონას.

„თუ სასწაული არ მოხდება, რუსეთი ომის შემდეგაც გააგრძელებს დონეცკის ტერიტორიის ოკუპაციას. ეს არის რეალობა, მოგწონთ ეს თუ არა“, - აღნიშნა ორბანმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს