ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - „იგლ ჰილსის“ პროექტების სამიზნე აუდიტორია არის და იქნებიან საქართველოს მოქალაქეები

„იგლ ჰილსის“ პროექტების სამიზნე აუდიტორია არის და იქნებიან საქართველოს მოქალაქეები,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ცალკეული ოპოზიციური ძალების მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს „იგლ ჰილსის“ პროექტებში უძრავ ქონება ძირითადად უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვისაა განკუთვნილი და მათ ყიდვას საქართველოს მოქალაქეები ვერ შეძლებენ.

მისი თქმით, აღნიშნული „აბსურდია“.

„ეს აბსურდია, რადგან წარმოუდგენელია მოცემულობა, როდესაც ქვეყანაში ხდება უძრავი ქონების პროექტის განვითარება და იქ ყიდვის შესაძლებლობა ადგილობრივ მოსახლეობას არ აქვს. რა თქმა უნდა, სამიზნე აუდიტორია ამ პროექტებისა არის და იქნებიან საქართველოს მოქალაქეები“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, „იგლ ჰილსის“ პროექტებში უძრავი ქონების ღირებულება საქართველოში არსებული ვითარების შესაბამისი იქნება.

„ეს ასახული იქნება პროექტების საფასო პოლიტიკაში, რადგან უბრალოდ შეუძლებელია, რომ პროექტის ფასები ამოვარდნილი იყოს იმ კომერციული საწყისებიდან, რაც საქართველოში ჯდება მშენებლობა და სხვა. ამავე დროს, ვიცით „იგლ ჰილსის“ ის პროექტები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში განვითარდა. ამდენად, მსგავსი რისკი უბრალოდ წარმოუდგენელია“,- აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, კომპანიის გაყიდვების ოფისი თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ყველაზე წარმოსაჩენ ადგილას მდებარეობს, სადაც უძრავი ქონების ყიდვა საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. მისი ინფორმაციით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაიწყება აქტიური კამპანია და წინასწარი გაყიდვებიც.

„ძალიან მალე ჩამოიმსხვრევა ის მითი, რომ აქ არის სპეციალური საფასო პოლიტიკა. იყო საუბრები, რომ თითქოს კონტრაქტში წერია მსგავსი რამ - საერთოდ წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება კონტრაქტში ეწეროს ნაციონალობის მიხედვით რანჟირება და კვოტების გამოყოფა. ეს ღიმილის მომგვრელია“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის