დონალდ ტუსკი - სამწუხაროდ, ყველაზე ცუდი ვარაუდები დადასტურდა, ვარშავა-ლუბლინის მარშრუტზე დივერსია განხორციელდა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის განცხადებით, ხელისუფლება პოლონეთის რკინიგზაზე, ვარშავასა და ლუბლინს შორის, კვირას მომხდარ ინციდენტს განზრახ დივერსიის აქტად მიიჩნევს.

„სამწუხაროდ, ყველაზე ცუდი ვარაუდები დადასტურდა. ვარშავა-ლუბლინის მარშრუტზე (სოფელ მიკაში) დივერსია განხორციელდა. ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქებამ რკინიგზის ლიანდაგები გაანადგურა. ადგილზე სამსახურები და პროკურატურა მუშაობენ. დაზიანება ასევე აღმოაჩინეს იმავე მარშრუტზე, ლუბლინთან უფრო ახლოს. უსაფრთხოების სამსახურები და პროკურატურა სოფელ მიკაში გამოძიებას აგრძელებენ. სამწუხაროდ, ეჭვგარეშეა, რომ საქმე დივერსიულ აქტთან გვაქვს. ამ სტრატეგიული რკინიგზის ხაზის კიდევ ერთ მონაკვეთზე, სადაც ლიანდაგები დაზიანდა, გამოძიება მიმდინარეობს“, - დაწერა ტუსკმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, კვირა დილით, ლუბლინი-ვარშავის მარშრუტზე მოძრავი მატარებლის მემანქანემ რკინიგზის ინფრასტრუქტურის გაუმართაობის შესახებ განაცხადა. საუბარია საკვანძო რკინიგზის ხაზის მონაკვეთიზე, რომელიც ვარშავას დოროჰუსკის სასაზღვრო გადასასვლელთან აკავშირებს. ამ მარშრუტს იყენებენ არა მხოლოდ მაზოვეცკის რკინიგზის მატარებლები, არამედ ლუბლინში, ხელმში და შემდგომ უკრაინაში მიმავალი მატარებლებიც.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება