კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილზე - ჯანმრთელი იყო და იგონებდნენ სხვადასხვა თემას - ეგ ფილმი უკვე ნანახი გვაქვს, ცრუ ინფორმაციები და კამპანია იყო გაჩაღებული თვეების განმავლობაში

ეგ ფილმი უკვე ნანახი გვაქვს - ცრუ ინფორმაციები და კამპანია იყო გაჩაღებული. [მიხეილ სააკაშვილი] ჯანმრთელი იყო და იგონებდნენ სხვადასხვა თემას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, როგორ შეაფასებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას, რომ „მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში წაყვანა მათი დღის წესრიგის ნაწილია“.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით თვეები მიმდინარეობდა ცრუ კამპანია, სადაც ჩართული იყო უამრავი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი.

„ეს ფილმი უკვე ვნახეთ, როდესაც თვეები მიმდინარეობდა ცრუ კამპანია, რომელშიც უამრავი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი და მაღალი თანამდებობის პირი იყო ჩართული. ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი ქვეყნისთვის, ქვეყნის რეპუტაციისთვის, როდესაც ცრუ ინფორმაციები და კამპანია იყო გაჩაღებული, რეალურად კი არაფერი ხდებოდა. ჯანმრთელი იყო და იგონებდნენ სხვადასხვა თემებს მასთან დაკავშირებით“, აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, სააკაშვილის საქართველოდან გადაყვანის საკითხი უკრაინის დღის წესრიგის ნაწილია, რომელზეც უკრაინა აქტიურად მუშაობს. მან საქართველოს ხელისუფლებას მიმართა, მისცენ უკრაინას საშუალება, რომ სააკაშვილი თუ უკრაინაში არა, სხვა ქვეყანაში მაინც გადაიყვანონ სამედიცინო მიზნებით.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა