GIPA სამაგისტრო პროგრამით დაინტერესებულ ახალგაზრდებს პოლიტიკის მეცნიერებებში ახალ ერთობლივ პროგრამას სთავაზობს, რომელიც 11 უნივერსიტეტს აერთიანებს - დიპლომს მინიმუმ ორი და მაქსიმუმ ოთხი უნივერსიტეტი გასცემს

GIPA სამაგისტრო პროგრამით დაინტერესებულ ახალგაზრდებს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს,- ამის შესახებ ინფორმაციას GIPA ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალმა ერთობლივმა პროგრამამ პოლიტიკის მეცნიერებებში (PoSIG) ავსტრიული აკრედიტაციის ქართული აღიარება მოიპოვა.

„აღნიშნული პროგრამა პირველია მთელ სამხრეთ კავკასიაში და ამ ინოვაციის სათავეში სწორედ “ჯიპა“ დგას.

ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა „პოლიტიკურ მეცნიერებები - ინტეგრაცია და მმართველობა (PoSIG)“ 11 უნივერსიტეტს აერთიანებს, რაც სტუდენტებს სასურველი მობილობის ალტერნატივების არჩევისა და თითო სემესტრის თითო პარტნიორ უნივერსიტეტში გატარების შესაძლებლობას აძლევს. კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ ერთობლივი სამაგისტრო ხარისხი, რომელიც შესაძლოა ერთდროულად მინიმუმ ორი და მაქსიმუმ ოთხი უნივერსიტეტის მიერ გაიცეს.

კონსორციუმის წევრები პროგრამაში თავიანთი აკადემიური პროფილების ინტეგრირებით მონაწილეობენ და მსმენელებს სთავაზობენ სასწავლო კურსებს შემდეგ სფეროებში: შედარებითი პოლიტიკა, ევროპული ინტეგრაცია, საერთაშორისო ურთიერთობები, საჯარო პოლიტიკა და ადმინისტრირება და პოლიტიკური თეორია. ამასთან, კონსორციუმის წევრები დასავლეთ ბალკანეთისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონების გარდაქმნისა და ევროპეიზაციის პროცესების შესახებ სტუდენტებს სპეციალურ აკადემიურ კომპეტენციებს სთავაზობენ.

პროგრამა ხელმისაწვდომია ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის და მიზნად კურსდამთავრებულების იმ უნარებითა და ცოდნით აღჭურვას ისახავს, რომლებიც აუცილებელია პოლიტიკური მეცნიერების ყველა მიმართულებით კარიერის გასაგრძელებლად. ეს უნიკალური შესაძლებლობა ზრდის აკადემიურ კვალიფიკაციას და აძლიერებს საერთაშორისო კარიერულ პერსპექტივებს.

პროგრამაში მონაწილეობა უკვე 2026 წლის თებერვლიდან იქნება შესაძლებელი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს