ანა წითლიძე საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვაზე - ეს შიშს უკავშირდება, რადგან ემიგრანტებში „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები კატასტროფულად წააგო

ეს ცვლილებები შიშს უკავშირდება, რადგან ემიგრანტებში მათ კატასტროფულად წააგეს არჩევნები, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ განაცხადა, რითაც დაანონსებულ ცვლილებებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება აღარ ექნებათ.

ანა წითლიძის შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ „ემიგრანტების უმეტესობა რეჟიმის წინააღმდეგია და აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში“.

„ამას ერთადერთი მიზეზით აკეთებენ, რადგან ბოლო არჩევნებში [2024 წლის საპარლამენტო არჩევნები] კატასტროფული მარცხი განიცადეს ემიგრაციაში. იციან, რომ ემიგრანტების უმეტესობა რეჟიმის წინააღმდეგია და აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში. შესაბამისად, ეს მათთვის პრობლემაა და გადაწყვიტეს, რომ ადამიანებს, რომლებიც ემიგრაციაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონის გამო არიან, რომელიც რეჟიმმა შექმნა ქვეყანაში და არ დაუტოვა შესაძლებლობა, რომ საკუთარ ქვეყანაში ღირსეულად იცხოვრონ და იმუშაონ, არჩევნებში მონაწილეობის უფლება აუკრძალა“,-განაცხადა ანი წითლიძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ ახალ „საარჩევნო კოდექსზე“ მუშაობას იწყებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, კოდექსი სრულად გადამუშავდება, ერთ-ერთი ცვლილებებით კი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, მოქალაქეები საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შეძლებენ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა