Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance - თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად ზედიზედ უკვე მერვედ დაასახელა. ბანკმა ჯილდო შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა, ბაზრის წილი, გლობალური დაფარვის მასშტაბები, მომსახურება, კონკურენტუნარიანი ფასები და ინოვაციური ტექნოლოგიები.

საქართველოში სავალუტო ტრანზაქციების ბაზარი წლიდან წლამდე მზარდია, თიბისი კი ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. ბაზრის განვითარებისა და კლიენტების საჭიროებების გათვალისწინებით, ბანკი მომხმარებლებს მათზე მორგებულ ინოვაციურ სერვისებს სთავაზობს.

“Global Finance-ის ჯილდო თიბისისა და ჩვენი ხაზინის გუნდის მორიგი საერთაშორისო აღიარებაა. ამ ნომინაციაში გამარჯვება კიდევ უფრო ამყარებს ბანკის წამყვან პოზიციას ბაზარზე და კლიენტების ნდობას, რომლებიც სავალუტო ტრანზაქციებისთვის სწორედ თიბისის ირჩევენ. ამ ნდობას ჩვენც შესაბამისად ვპასუხობთ და ვცდილობთ, მომხმარებლებს გავუმარტივოთ ცხოვრება უფრო კომფორტული სერვისების შევთავაზებით, რაც უზრუნველყოფს პროცესების უსაფრთხოებას და ვალუტის გაცვლასთან დაკავშირებული რისკების თავიდან არიდებას”,- ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

„სავალუტო სერვისები სულ უფრო ხშირად განიხილება, როგორც ბანკებისა და მსხვილი კორპორაციების ძირითადი და სტრატეგიული ბიზნესი. თუმცა, სექტორში კვლავ მკვეთრი მერყეობებია, რაც განპირობებულია გეოპოლიტიკური დაძაბულობით, საპროცენტო განაკვეთების ხშირი ცვლითა და სტაბილურ ვალუტებზე ზეწოლით. წელს საუკეთესო სავალუტო სერვისების მიმწოდებლის ჯილდო იმ ინსტიტუტებს გადავეცით, რომლებიც ინარჩუნებენ ლიდერობას და აგრძელებენ ინოვაციების დანერგვას კონკურენტულ გარემოში”,- ჯოზეფ ჯიარაპუტო, Global Finance-ის გამომცემელი და მთავარი რედაქტორი.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება