კახა კალაძე - წინა ხელისუფლება საქართველოსთან მიმართებით მტრულ პოლიტიკას ახორციელებდა - არანაირი სამხრეთ ოსეთი არ არსებობს, არსებობს სამაჩაბლო

ეს იყო იმ მტრული პოლიტიკის გაგრძელება, რასაც წინა ხელისუფლება საქართველოსთან მიმართებით ახორციელებდა. არანაირი სამხრეთ ოსეთი არ არსებობს, არსებობს სამაჩაბლო, ის იყო საქართველოს განუყოფელი ნაწილი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კერძოდ, კახა კალაძეს კითხვა დაუსვეს „ქართული ოცნების“ იმ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია უქმდება.

„სამხრეთ ოსეთის საკითხთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განმარტებები, სარჩელიც არის შესული საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს იყო იმ მტრული პოლიტიკის გაგრძელება, რასაც წინა ხელისუფლება საქართველოსთან მიმართებით ახორციელებდა. არანაირი სამხრეთ ოსეთი არ არსებობს, არსებობს სამაჩაბლო, ის იყო საქართველოს განუყოფელი ნაწილი. დღეს, ჩვენდა სამწუხაროდ, დროებით ოკუპირებულია რუსების მხრიდან და ეს არის რეალობა“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს