ბენჟამენ ჰადადი - მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, დაიწყოს მუშაობა ახალი არჩევნებისთვის, გაათავისუფლოს პოლიტიკური ოპონენტები - ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც ქვეყანას შეუძლია დაუბრუნდეს ევროპულ მისწრაფებას, სხვა შემთხვევაში ეს პროცესი გაიყინება

ვფიქრობ, ევროკომისიის კომუნიკაცია გაფართოების ანგარიშზე საქართველოსთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო იყო: „ქართული ოცნების“ საქციელი, რეპრესიები ოპოზიციის, დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების და დამოუკიდებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ ქვეყანას ევროპული გზიდან აშორებს, - ამის შესახებ საფრანგეთის მინისტრმა ევროპის საკითხებში ბენჟამენ ჰადადიმ ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე „ევროსკოპის“ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

თქმით, ის, რომ საქართველო ევროკავშირის გზას შორდება, სამწუხაროა, რადგან საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროპულ გზას.

„ეს მისწრაფება არის ღრმა და მას საფრანგეთის და სხვა ევროპული ქვეყნების მხარდაჭერაც აქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, რაც შარშანდელი არჩევნების შემდეგ ხდება, ლიბერალური უკუსვლა ბოლო თვეების განმავლობაში კიდევ უფრო მეტად აშორებს ქვეყანას ევროპულ გზას. მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, მთლიანად შეცვალოს პოზიცია და ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში ოპოზიციასთან, დაიწყოს მუშაობა ახალი არჩევნებისთვის, გაათავისუფლოს პოლიტიკური ოპონენტები, ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები. ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც ქვეყანას შეუძლია დაუბრუნდეს ევროპულ მისწრაფებას. სხვა შემთხვევაში ეს პროცესი გაიყინება“, - აღნიშნა მინისტრმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო