გრიგოლ გეგელია - როცა შეხვედრას ჰქვია „გაფართოების ფორმატი“ და იქ არ ხარ მიწვეული, ეს ნიშნავს, რომ არ ხარ გაფართოების დღის წესრიგის ნაწილი, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია დასრულებულია

ამ რეჟიმის საბოლოო მიზანი არის საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება და ამ ტერიტორიების აღიარება, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ინიციატივას, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის გაუქმების თაობაზე.

როგორც გეგელიამ აღნიშნა, ეს არის რუსეთის სისტემატური მოთხოვნის შესრულება „ქართული ოცნების“ რეჟიმის მხრიდან.

„ქართულ ოცნებას“ არ გადაუდგამს წლების განმავლობაში არცერთი ნაბიჯი მშვიდობიანი დეოკუპაციის გაძლიერებისა და მიღწევის თვალსაზრისით. ჩვენ რეალურად ვხედავთ, რომ ეს არის პრორუსული რეჟიმი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არ ახსენოს ოკუპანტი, არ გააბრაზოს ოკუპანტი, არ დაიცვას ქართული სუვერენული ხმა. არ დაიცვას ქართველთა ეროვნული ინტერესები და არ გადადგას არცერთი ქმედითი ნაბიჯი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის მიღწევის კუთხით. ეს მე არ მესახება როგორც განსაკუთრებულად რომელიღაც პოლიტიკის გაძლიერების მაგალითად და პირიქით, მახსენდება ის, რომ რუსეთი წლების განმავლობაში სისტემატურად მოითხოვდა იმას, რომ საქართველოს გადაედგა ეს ნაბიჯი. ესეც არის რუსეთის სისტემატური მოთხოვნის შესრულება „ქართული ოცნების“ რეჟიმის მხრიდან, რომელიც არ გამიკვირდება, სულ მალე დაიწყებდეს საუბარს ნეიტრალიტეტსა და ამ ტერიტორიების აღიარებაზე. საბოლოოდ, „ქართული ოცნების“ რეჟიმი გააკეთებს ზუსტად ამას. საბოლო მიზანი ამ რეჟიმის არის საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება და ამ ტერიტორიების აღიარება“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, გეგელიამ ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე საქართველოს არ მიწვევასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში საქართველოს ევროპული ინტეგრაცია დასრულებულია.

„როდესაც ფორმატს ჰქვია „გაფართოების ფორმატი“ და ამ ფორმატზე არ ხარ მიწვეული, ეს ნიშნავს, რომ შენ არ ხარ გაფართოების დღის წესრიგის ნაწილი. ეს ძალიან მარტივად ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის დასრულებული. ის აღარ არის კარგი, აღარ არის საშუალო, აღარ არის ცუდი, არამედ საერთოდ აღარ არსებობს. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ მანამ, სანამ „ქართული ოცნების“ რეჟიმი განაგრძობს ამ ქვეყნის დე-ფაქტო რეჟიმში მართვას, არავითარი ევროპული ინტეგრაცია არ მოხდება და ამის დასტურია ისიც, რომ ჩვენ, სამწუხაროდ, ჩახსნილი ვართ ევროპული კავშირის გაფართოების დღის წესრიგიდან“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ცნობისთვის, ბრიუსელში, ევროკავშირის ზოგად საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება, სადაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცედურის გამარტივებაზე მსჯელობენ.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ