მამუკა ხაზარაძე - ემიგრანტებისთვის ხმის უფლების წართმევა არის მათთვის კონსტიტუციური უფლების ჩამორთმევა - ივანიშვილმა დღეს ამ ნაბიჯით აღიარა, რომ ქართული ემიგრაციის ეშინია

ივანიშვილმა დღეს ამ ნაბიჯით აღიარა, რომ ქართული ემიგრაციის ეშინია! - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში ახალ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით წერს.

როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, „ქართული ოცნების" მიერ ემიგრანტებისთვის ხმის უფლების წართმევა არის მათთვის კონსტიტუციური უფლების ჩამორთმევა.

„ასე ნაბიჯ-ნაბიჯ გვართმევს ყველაფერს ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული ერთი ადამიანი - ყველაფერს, რაც ძვირფასია, რაც ჩვენ გვეკუთვნის და ჩვენი მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებაა!

ასე გაგრძელდება მანამ, სანამ არ გვექნება ადეკვატური პასუხი „ქართული ოცნების“ ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებზე.

ივანიშვილმა დღეს ამ ნაბიჯით აღიარა, რომ ქართული ემიგრაციის ეშინია! ემიგრაციაში მყოფ ქართველებში არის უდიდესი ძალა.

თქვენი ბრძოლა ჩანს და ივანიშვილს თქვენი ეშინია - ეშინია არჩევნებში თქვენი მონაწილეობის.

მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლაში ყველა ერთად ვართ - ემიგრანტიც და საქართველოში მცხოვრებიც. ბრძოლა იქნება ბოლომდე - ყველა სამართლებრივი გზით!“ - წერს მამუკა ხაზარაძე.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ ახალ „საარჩევნო კოდექსზე“ მუშაობს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, კოდექსი სრულად გადამუშავდება, ერთ-ერთი ცვლილებებით კი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, მოქალაქეები საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შეძლებენ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა