პაატა დავითაია - ჩვენი მოქალაქეებისთვის საარჩევნო ხმის უფლების ჩამორთმევა არის როგორც საქართველოს კონსტიტუციის, ასევე ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევა

ხელისუფლების მიერ დაანონსებულ საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს ემიგრაციაში მყოფი ჩვენი მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევას, არის როგორც საქართველოს კონსტიტუციის, ასევე ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევა, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეს, რომელიც კანონიერად იმყოფება ქვეყნის ფარგლებს გარეთ და რეგისტრირებულია საქართველოს საკონსულოში, კონსტიტუციით აქვს მინიჭებული არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობა და ამ უფლების შეზღუდვა არცერთ საერთაშორისო ნორმაში არ ჯდება.

„იმ პირობებში, როდესაც ჩვენი ემიგრანტების უდიდესი ნაწილი არალეგალურად იმყოფება ქვეყნის საზღვრებს გარეთ და მათ შესაბამისად არ აქვთ, არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, ხმის მიცემის უფლება ჩამოართვა ოფიციალურად საკონსულოებში აღრიცხვაზე მყოფ შენი ქვეყნის მოქალაქეებს, ვისთვისაც არჩევნებში ხმის მიცემა მნიშვნელოვანია, არის კონსტიტუციის უხეში დარღვევა და კატეგორიულად მიუღებელია.

მოვუწოდებ ხელისუფლებას, შეაჩეროს საარჩევნო კანონში ამ ცვლილების შეტანა, ვინაიდან ამ ინიციატივის სამართლებრივ ნორმაში მოქცევა კიდევ უფრო მეტად დააზიანებს ქვეყნის იმიჯს“, - აცხადებს პაატა დავითაია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს