ლინდსი გრემი - კონგრესი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ორპარტიული კანონპროექტის განხილვის მიზნით მუშაობას დაიწყებს

კონგრესი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ორპარტიული კანონპროექტის განხილვის მიზნით მუშაობას დაიწყებს, - ამის შესახებ „რესპუბლიკელი“ სენატორი, ლინდსი გრემი სოციალურ ქსელში წერს.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტ ტრამპის მხარდაჭერით, კონგრესი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტის განხილვის მიზნით მუშაობას დაიწყებს, რომელსაც ორპარტიული უმრავლესობა მხარს უჭერს და რომელიც პრეზიდენტ ტრამპს უკრაინაში სისხლისღვრის დასასრულებლად მეტ საშუალებას მისცემს“, - წერს ლინდსი გრემი X-ზე.

მისი თქმით, „კანონპროექტი ტრამპს საშუალებას მისცემს მეორადი სანქციები და ტარიფები დაუწესოს იმ ქვეყნებს, რომლებიც იაფ რუსულ გაზსა და ნავთობს ყიდულობენ“.

„აღნიშნული კანონპროექტი პრეზიდენტ ტრამპს მეტ შესაძლებლობასა და ძალას აძლევს, რათა პუტინს სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა აიძულოს. წარმომადგენელთა პალატასა და სენატში ამ კანონპროექტის მიმართ ორპარტიულ მხარდაჭერას ვაფასებ“, - აცხადებს სენატორი.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრაპმა განაცხადა, რომ სენატორების ლინდსი გრემისა („რესპუბლიკური პარტია“) და რიჩარდ ბლუმენტალის („დემოკრატიული პარტია“) მიერ წარდგენილ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.

კანონპროექტი იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, 500%-იანი ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი