იაპონია ჩინეთში მყოფ მოქალაქეებს უსაფრთხოების შესახებ აფრთხილებს

იაპონიამ, პეკინსა და ტოკიოს შორის არსებული დაძაბულობის ფონზე, ჩინეთში მყოფი თავისი მოქალაქეები გააფრთხილა, გააძლიერონ უსაფრთხოების ზომები და თავი აარიდონ ხალხმრავალ ადგილებს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

კაბინეტის მთავარმა მდივანმა მინორუ კიჰარამ განაცხადა, რომ უახლესი გაფრთხილება უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებული ახალი მოწოდებაა, რადგან ჩინურ მედიაში იაპონიის მიმართ ასახული განწყობა ბოლო დროს მომხდარი დიპლომატიური მოვლენების შემდეგ გაუარესდა.

„მივიღეთ გადაწყვეტილებები ქვეყანასა და რეგიონში უსაფრთხოების ვითარების, ასევე მისი პოლიტიკური და სოციალური პირობების ყოვლისმომცველი განხილვის საფუძველზე“, - განაცხადა მინორუ კიჰარამ.

ჩინეთში იაპონიის საელჩომ მოქალაქეებს შეახსენა, პატივი სცენ ადგილობრივ წეს-ჩვეულებებს და ჩინელებთან ურთიერთობისას სიფრთხილე გამოიჩინონ. მან ასევე მოუწოდა მოქალაქეებს, გარეთ ყოფნისას ყურადღებით დააკვირდნენ გარემოს და ურჩია, რომ ბავშვებთან ერთად გადაადგილებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ.

„თუ შეამჩნევთ ადამიანს ან ჯგუფს, რომელიც ოდნავ მაინც საეჭვოდ გამოიყურება, არ მიუახლოვდეთ მათ და დაუყოვნებლივ დატოვეთ ტერიტორია“, - ნათქვამია საელჩოს შეტყობინებაში.

შეგახსენებთ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, სანაე ტაკაიჩიმ რამდენიმე დღის წინ იაპონელ კანონმდებლებს განუცხადა, რომ ჩინეთის თავდასხმამ ტაივანზე, შესაძლოა, იაპონიის მხრიდან სამხედრო რეაგირება გამოიწვიოს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს