1886 წლის 15 ნოემბერს რობერტ ბოშმა გახსნა ელექტროტექნიკისა და ზუსტი მექანიკის პატარა საწარმო ქალაქ შტუტგარტში. სწორედ ამ დღეს დაიწყო ბრენდის ისტორია, რომელიც დროთა განმავლობაში ერთ-ერთ უდიდეს ტექნოლოგიურ გიგანტად იქცა. გათბობის სფეროში მრავალწლიან საინჟინრო სკოლაზე დაფუძნებულ ეფექტურობასა და ხარისხზე მუდმივი ფოკუსით, ეს ისტორია ახალი ეტაპით გაგრძელდა 2008 წელს, როდესაც შეიქმნა ცალკე მიმართულება BOSCH Thermotechnik (BOSCH Home Comfort).

დღეს BOSCH - მსოფლიოს მასშტაბით აღიარებული გათბობის სისტემების მწარმოებელია, რომლის გადაწყვეტილებებიც გამძლე, საიმედო და ენერგოეფექტურია.
სწორედ ეს თვისებები ხდება მნიშვნელოვანი, როდესაც სახლს ანახლებთ, რემონტს აკეთებთ ან გსურთ მიიღოთ არსებულზე უფრო მყარი და პროგნოზირებადი ტემპერატურული კომფორტი. აქ გადამწყვეტია უკვე არა ფასი, არამედ არჩევანის შესაბამისობა თქვენს მოლოდინებთან და არსებული ალტერნატივების სანდოობა. ამის მთავარი ელემენტია გათბობის ქვაბის არჩევა, რომელმაც ენერგია უნდა დაზოგოს, მრავალი სეზონი სტაბილურად იმუშაოს და რეალურ სერვის-ქსელს ეყრდნობოდეს.
აქედან გამომდინარეობს პრაქტიკული მხარე: კონდენსაციური ტექნოლოგია და ფართო მოდულაცია უზრუნველყოფს სწორედ იმ „ჩუმ“ ეფექტურობას ზედმეტი “გადართვების” გარეშე; გააზრებული ჰიდრავლიკა და ავტომატიკა სტაბილურობას პროგნოზირებადს ხდის; ხოლო კორექტული დოკუმენტაცია ქართულ ენაზე გამორიცხავს სიურპრიზებს ექსპლუატაციის განმავლობაში.
ამ ფონზე BOSCH-ის პოზიცია დამატებითი ეპითეტების გარეშეც იკითხება: თანამედროვე კონდენსაციური მოდელები, გასაგები ავტომატიკა და სერვისის გამართული ეკოსისტემა - ეს ყველაფერი ბრენდისთვის უკვე დიდი ხანია ნორმაა.

აღსანიშნავია გარანტიაც. ფორმულირება „ხუთი წლის გარანტია“ მხოლოდ სარეკლამო დეკორი კი არაა, არამედ მოვალეობების განაწილების ლაკონური აღწერა: გაზის ქვაბის უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფა მომხმარებლისთვისაც და მწარმოებლისთვისაც ერთნაირად მნიშვნელოვანია. ეს განსაკუთრებით ჩანს ეკონომ-სეგმენტის მოწყობილობებში, სადაც შესაძლო სუსტი წერტილები, როგორც წესი, ერთ-ორ გათბობის სეზონშიც კი იჩენს თავს; იქ, სადაც გარანტიის დაპირებებს ამაგრებს სერვისული ინფრასტრუქტურა და საწყობშია ძირითადი კვანძების მარაგი, 3–5 წლის ვადა აღარ არის სლოგანი, არამედ უზრუნველყოფილი რეალობა.
მნიშვნელოვანია, აგრეთვე, ხელმისაწვდომობა. საქართველოში BOSCH-ის გათბობის ქვაბები წარმოდგენილია კომპანია “ქებული კლიმატის" ყველა მაღაზიაში - ის არის BOSCH-ის ძირითადი პარტნიორი Home Comfort მიმართულებაში. ქსელი ფარავს ქვეყნის 10 რეგიონს, ამიტომ არჩევა და პროდუქციის შეძენა მოსახერხებელია თითქმის ყველგან. BOSCH - ქებული კლიმატის მრავალწლიანი თანამშრომლობა საერთო ღირებულებების და მომსახურების ერთიანი სტანდარტების მყარი გარანტიაა.

BOSCH-ის ოფიციალური სერვის-პარტნიორი კომპანია “სოლვერი” ემსახურება გათბობის სისტემებს ქვეყნის მასშტაბით, ის ფლობს ლოკალურ სერვის-ცენტრებს საქართველოს 12 რეგიონში. ასეთი კავშირი — ბრენდი, საცალო პარტნიორი და სერვისი — BOSCH-ის პროდუქციისადმი ნდობას თავდაჯერებულობად აქცევს.
და ბოლოს, საქართველოშიც, ისევე როგორც მსოფლიოს მასშტაბით, BOSCH-ის მიდგომა დასაწყისიდანვე უცვლელია — მომხმარებლის ნდობა უმთავრესია. ეს ნდობა საქმით უნდა გამართლდეს: “ქებული კლიმატის” გამართული სავაჭრო და სერვის-ქსელი უზრუნველყოფს პროდუქციის ხელმისაწვდომობას, საჭიროების შემთხვევაში სათადარიგო ნაწილების უწყვეტ მიწოდებას და სერვისის დროულ რეაგირებას, რათა კომფორტი არ მოითხოვდეს საგანგებო ყურადღებას "უქმეებზე" და გახდეს თქვენი ყოველდღიური ცხოვრების სტაბილური ფონი!
(R)